logo_geo
eng_logo
11-14 ნოემბერს, ეროვნულ სასახლეში საზეიმოდ გაიხსნება ახალგაზრდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალი „თბილისური აისი“
- +

11 ნოემბერი. 2021. 02:26

 

 

11-14 ნოემბერს, ეროვნულ სასახლეში მეთოთხმეტედ საზეიმოდ გაიხსნება ახალგაზრდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალი „თბილისური აისი“, - ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული სასახლე ავრცელებს.

 

„ფესტივალის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა, მათ შორის შემოქმედებითი კონტაქტების განმტკიცება, აზრთა და ხედვათა ურთიერთ გაზიარება, კონცეპტუალურ-ანალიტიკური აზროვნების დონის განვითარება.

ფილმების თემატიკა თავისუფალია, ხოლო ავტორები 8-დან 21-წლამდე მოზარდები არიან. ღონისძიებაში  მონაწილეობას 29 ქვეყნის წარმომადგენლები ონლაინ ჩაერთვებიან.

ოთხი საფესტივალო დღის განმავლობაში, ნაჩვენები იქნება კინომოყვარულთა მიერ შექმნილი 85-მდე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელსაც სპეციალური ჟიური შეაფასებს. ფესტივალის ფარგლებში ფართომასშტაბიანი და საინტერესო პროგრამა იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი უსაფრთხოების წესებისა და რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.

მადლობას ვუხდით ფესტივალის პარტნიორებს - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და თბილისის საკრებულოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner