logo_geo
eng_logo
„იმედის“ უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი: თავიდან ბოლომდე მომსწრე ვარ იმ ბარბაროსობისა და არაკაცობის, რაც 7 ნოემბერს „იმედში“ მოხდა
- +

11 ნოემბერი. 2021. 02:38

 

 

„მე 2007 წლის 7 ნოემბერს დამაპატიმრეს. გაძლიერებული დაცვა ჰქონდა „იმედს“, ჩვენ ველოდით თავდასხმას. როდესაც შემოვარდნენ, ჩვენ ვეხმარებოდით თანამშრომლებს, რომ გარიდებოდნენ ტელევიზიას კინოსტუდიის მხრიდან. მე თავიდან ბოლომდე მომსწრე ვარ იმ ბარბაროსობისა და არაკაცობის, - ამის შესახებ „იმედის“ ჰოლდინგის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გოგი ბერიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

ჩემთვის უნდოდათ ჩვენების გამოძალვა ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ. მთავაზობდნენ უზარმაზარ თანხებს. მე გამოვაცხადე მშრალი შიმშილობა, ისეთი არა, ორაგულისა და ხბოს კატლეტებით, წყალსაც არ ვსვამდი. მოვხვდი ორთაჭალის ციხეში, სადაც 24 კაციან საკანში 109 ადამიანი ვცხოვრობდით. ტარაკნებითა და ბაღლინჯოებით იყო სავსე ადგილი, სადაც ხელით ვჭამდით ულუფებს, რადგან არ გვქონდა ჩანგლები“, - აღნიშნა ბერიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner