logo_geo
eng_logo
ჯარჯი წიკლაური: როგორ დაირღვა საჯაროობა, როდესაც მთელი ქვეყანა პირდაპირ ეთერში უყურებდა პროცესს?!
- +

11 ნოემბერი. 2021. 03:00

 

 

„როგორც ვნახე, არაერთი სიუჟეტი მომზადდა დღევანდელ პროცესზე და ის სრულად შუქდებოდა. ბრალდებულმა და მისმა ადვოკატებმა ბოროტად ისარგებლეს შესაძლებლობით და მათ, სამ ადამიანს, პროცესიდან, ე.წ. Facebook-ლაივებიც კი ჰქონდა ჩართული“, - ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ცდილობენ, ვითარება ისე წარმოაჩინონ, თითქოს, მათი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები ირღვავა.

 

„როგორ დაირღვა საჯაროობა, როდესაც მთელი ქვეყანა პირდაპირ ეთერში უყურებდა პროცესს და მთელი დღეს, ყველა ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ვიდეოკადრები?! როგორ შეიძლება, ვიმსჯელოთ საჯაროობის დარღვევაზე?! ეს გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათი ყველა განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე წარმოაჩინონ, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის უფლებები ირღვევა. ამ დროს, პირიქითაა. მიხეილ სააკაშვილი ყველაზე მეტად დაცული ბრალდებულია ამ ქვეყანაში - ამდენი ადვოკატი, ასეთი კვალიფიკაციისა და ასეთი რესურსების, სხვა ბრალდებულთან არ მახსენდება“, - განაცხადა პროკურორმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner