logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: გაიგეთ ახალი ამბავი?! ძნელი გამოსაცნობი არ არის ამას ვინ აკეთებს!
- +

29 ივლისი. 2016. 22:12



ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში არსებული პრობლემების შესახებ წერს.


„გაიგეთ ახალი ამბავი?! საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელებს ისე ჭრიან და კერავენ, როგორც უნდათ და ძნელი გამოსაცნობი არ არის ამას ვინ აკეთებს.

 

სად ხართ სამოქალაქო სექტორის დედებო და მამებო?! თქვენი ხმა არ ისმის და ამ დროს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე სკანდალურ განცხადებას აკეთებს - "საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლო პერიოდში ადგილი ჰქონდა შემოტანილი სარჩელების შეცვლას".- წერს მიქიაშვილი სოციალურ ქსელში.



მერაბ ტურავას განცხადებით  საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლო პერიოდში ადგილი ჰქონდა შემოტანილი სარჩელების შეცვლას.


როგორც მერაბ ტურავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამომძიებლის შეკითხვები შეეხებოდა საკონსტიტუციო სასამართლოში სიტუაციას, ხომ არ ჰქონდა ადგილი პირადად მის მიმართ ზეწოლის ფაქტებს, ასევე შანტაჟს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.

ჩემი მხრიდან საუბარი იყო, რომ წელიწადნახევრის მანძილზე, რა პერიოდშიც საკონსტიტუციო სასამართლოში ვმუშაობ, პირადად ჩემს მიმართ ასეთ ზეწოლებს, შანტაჟს ადგილი არ ჰქონია", - აღნიშნა მერაბ ტურავამ.

მისივე ინფორმაციით, გარდა ამისა, საუბარი იყო მისი ახლობლების, ნათესავების მიმართ ანალოგიური ფაქტების შესაძლებობასთან დაკავშირებით, რაზეც ტურავამ ამ შემთხვევაშიც უარყოფითი პასუხი გასცა. კითხვები ეხებოდა ასევე მერაბ ტურავას კოლეგებსაც.

ჩემს კოლეგებთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართალეებთან არც ინდივიდუალურ საუბრებში, არც კოლეგიალური შეხვედრების დროს, არასდროს ჩემი თანდასწრებით საუბარი არ ყოფილა არც ერთ ფაქტზე, გარემოებაზე, პიროვნებაზე, რომლის მიმართ შეიძლებოდა რაიმე სახის ზეწოლას ჰქონოდა ადგილი. შესაბამისად, შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არც ჩემს მიმართ არც ჩემი კოლეგების მიმართ ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია არ გამაჩნია", - აღნიშნა მერაბ ტურავამ.


მისივე ინფორმაციით, გამომძიებელს ესაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნაწილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში მოყვანილ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის გარემოება, რომ ბოლო პერიოდის მანძილზე საკონსტიტუციო სასამართლოში ადგილი ჰქონდა შემოტანილი სარჩელების შეცვლას. იყო შემთხვევა, როდესაც მხარემ შემოიტანა საკონსტიტუციო სარჩელი პარასკევს, ეს სარჩელი არ აკმაყოფილებდა წაყენებულ მოთხოვნებს, მაგრამ კვირის ბოლოს ეს სარჩელი შეიცვალა. შესაბამისად, ჩემთვის მნიშვნელოვანია რა პროცედურით, რა წესებით, რომელი პრაქტიკით მოხდა შემოტანილი სარჩელის შეცვლა ახალი სარჩელით. ჩემი წარმოდგენით ეს არის სამართალდარღვევა", - განაცხადა მერაბ ტურავამ.


მისივე ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი ითქვა პლენუმის დახურულ სხდომაზე, მაგრამ რამდენადაც მერაბ ტურავასთვის არის ცნობილი, ამ საკითხზე დღემდე არავითარი მოკვლევა არ ჩატარებულა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner