logo_geo
eng_logo
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: საფრანგეთი კორონავირუსის ეპიდემიის მეხუთე ტალღის დასაწყისშია
- +

11 ნოემბერი. 2021. 13:28

 

 

საფრანგეთი კორონავირუსის ეპიდემიის მეხუთე ტალღის დასაწყისშია. ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა.

 

„რამდენიმე მეზობელი ქვეყანა უკვე იმყოფება კორონავირუსის ეპიდემიის მეხუთე ტალღაში. რასაც ჩვენ ახლა საფრანგეთში განვიცდით, აშკარად ჰგავს მეხუთე ტალღის დასაწყისს“, - აღნიშნა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

 

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 11 883 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

 

9 ნოემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტმა 6 მილიონ არავაქცინირებულ მოქალაქეს ვაქცინაციისკენ მოუწოდა. ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ვაქცინირებულ პირებში ჰოსპიტალიზაციის რისკი 11-ჯერ ნაკლებია.

 

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ევროპაში მეხუთე ტალღა დაიწყო. ერთი კვირის განმავლობაში, საფრანგეთში, ახალი შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის რიცხვი 40%-ით გაიზრდა - ეს საგანგაშო ნიშანია“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner