logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ იუსტიციის მინისტრი უახლოეს რამდენიმე საათში გააკეთებს ვრცელ განმარტებას
- +

11 ნოემბერი. 2021. 13:29

 

 

 

„იუსტიციის მინისტრი უახლოეს რამდენიმე საათში წარსდგება საზოგადოების წინაშე და გააკეთებს ვრცელ განმარტებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მას ამ თემაზე ვრცელი კომენტარის გაკეთება არ სურს.

 

„მე არ მსურს, ამ თემაზე ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. იუსტიციის მინისტრი უახლოეს რამდენიმე საათში წარსდგება საზოგადოების წინაშე და გააკეთებს ვრცელ განმარტებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner