logo_geo
eng_logo
იუსტიციის მინისტრი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰუმანურია – სასიხარულოა, რომ ჩვენი სულისკვეთება სრულად ემთხვევა
- +

11 ნოემბერი. 2021. 13:32

 

 

 

“სტრასბურგის სასამართლომ დაჟინებით მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ”,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილება ჰუმანურია.

 

“სტრასბურგის სასამართლომ დაჟინებით მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ. მისი გადაწყვეტილება არის ძალიან მისასალმებელი და ჰუმანური, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას. სასიხარულოა, რომ ჩვენი სულისკვეთება ემთხვევა. უწყებამ არაერთგზის განმარტა, რომ ჩვენი ინტერესია პატიმრის ჯანმრთელობის დაცვა”,- აღნიშნა მინისტრმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner