logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძემ განმარტა, თუ რატომ გადაიყვანეს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში
- +

11 ნოემბერი. 2021. 14:23

 

 

 

იუსტიციის მინისტრმა განმარტა, თუ რატომ გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში.

 

როგორც რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ სააკაშვილის გადაყვანის გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების, ასევე მსგავსი რისკების მინიმალიზაციის მიზნით მიიღეს.

 

„როგორც მოგეხსენებათ, მან უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე. შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, იყო მზარდი. სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად და მსგავსი რისკების მინიმალიზაციის მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გადაყვანილი ყოფილიყო მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მასზე სამკურნალო მეთვალყურეობა იქნებოდა ბევრად უფრო მჭიდრო. შესაბამისად, ეს რისკი იქნებოდა სრულად მინიმალიზებული. ის ამჟამად განთავსებულია მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და მასზე სრულად ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი.

 

აქვე, გასათვალისწინებელი იყო უსაფრთხოების რისკები, ჩვენ მრავალგზის ვისაუბრეთ სუს-ის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე, რომელზეც ცხადი გახდა, რომ დაახლოებით, 500-600-კაციანი ჯგუფი გეგმავდა ხელშეშლას მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში გადაყვანაზე. გადაყვანა სხვაგან რომ განხორციელებულიყო, წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მომხდარიყო. აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სპეციალური პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელს, რომელმაც მოახდინა პატიმრის უსაფრთხოდ გადაყვანა ამ დაწესებულებაში, რომელშიც ის იმყოფება. აქვე, ბუნებრივია, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კოლეგებს მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner