logo_geo
eng_logo
სოფელ სასირეთს მალე კეთილმოწყობილი სკვერი ექნება
- +

11 ნოემბერი. 2021. 14:26

 

 

სოფელ სასირეთში გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია/ მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს “გოლდ ენდ ბრო“ ახორციელებს.

 

პროექტი ითვალისწინებს: გარე წყალსადენის და საკანალიზაციო სისტემის, ბორდიურების, სკვერის ბილიკების, დეკორატიული ღობის და სკამების, ნარჩენის ურნების, საბავშვო ატრაქციონების მოწყობას და გამწვანებას.

 

ამჟამად ბორდიურების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

„აღნიშნულ სკვერში განთავსებულია გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი, დამონტაჟდა გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორებიც. სკვერის დასრულების შემდეგ მოსახლეობა და განსაკუთრებით ბავშვებს ექნებათ ერთი სივრცე, სადაც  თავისუფალ დროს შეუძლიათ ივარჯიშონ, გაერთონ და განიტვირთონ“, - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner