logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: შემოსახლებიდან დღემდე, მიხეილ სააკაშვილს 179 ვიზიტორი ჰყავდა
- +

11 ნოემბერი. 2021. 14:29

 

 

„პირველი ოქტომბრიდან, შემოსახლებიდან დღემდე, ბატონ მიხეილ სააკაშვილს 179 ვიზიტორი ჰყავდა“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, საზოგადოება ნათლად ხედავს და არჩევს, სად არის სიმართლე და სად – მტკნარი სიცრუე.

 

„მესამე ბრალდება, რომელსაც ასევე მიზანმიმართულად ცდილობენ, წამოწიონ საზოგადოებაში, იუსტიციის სამინისტროს, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და ზოგადად, მთავრობას დააბრალონ, თითქოს, ჩვენ ვინმეს ვაწამებთ ან არაადამიანურად ვეპყრობით. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს, შემოსახლებიდან დღემდე, ეს გახლდათ პირველ ოქტომბერს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა 179 ვიზიტორი. იგი 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება ექიმების მხრიდან. ასევე, მას შემოსახლებისთანავე ზუსტად ორ დღეში, მათ შორის არასამუშაო დღეებში, ამასაც ხაზს გავუსვამ, დაუმზადდა საბანკო ბარათი, მას აქვს ტელევიზორი. ასევე, როდესაც მას ამოეწურა თანხა ბარათზე და მაცივარი უნდოდა, ესეც ადმინისტრაციამ, კეთილი ნების საფუძველზე, მისი ეს თხოვნაც შეასრულა.

 

ასევე, ჩვენს საზოგადოებას ვეტყვი, რომ მუდმივ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში მასთან მორიგეობდა რეანიმობილი. ასევე, იქ მორიგეობდნენ ექიმები, რომლებიც ზრუნავდნენ მის ჯანმრთელობაზე. ასევე, სწორედ ჩვენ შევქმენით კონსილიუმი, რომლის მიზანიც იყო, რომ ჩვენს კვალიფიციურ პერსონალთან ერთად გაეწიათ რეკომენდაციები, რომლებსაც მაქსიმალურად ვითვალისწინებდით ყოველ ჯერზე. ასევე, ჩვენ შევქმენით ცალკე სამუშაო ჯგუფი, რომელიც მართლა უპრეცედენტოა მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე ზედამხედველობაზე მიზნით. ასევე, სწორედ ჩვენ შემოვიყვანეთ ამ ჯგუფში სახალხო დამცველი, პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარე და ჯანდაცვის მინისტრი. რატომ გავაკეთეთ ეს, იმიტომ, რომ ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად ღია და ხელმისაწვდომი. თუმცა, რა ინფორმაციაც არ უნდა მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას, ამას ჩვენი საზოგადოება ნათლად ხედავს, არჩევს, სად არის სიმართლე და სად არის მტკნარი სიცრუე. ჩვენი ოპონენტები მაინც აგრძელებენ მსგავსი ტიპის ბრალდებებს, რაც, რა თქმა უნდა, მათი პრობლემაა. მე ამ ხალხზე არ ვაპირებ საუბარს. მე მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებას ვესაუბრები, რომ ჩვენმა ძვირფასმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს, თუ სად არის სიმართლე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

 

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.

 

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

 

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.

 

დღეს კი პენიტენციურმა სამსახურმა №18 დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლების, პალატაში განთავსების კადრები გაასაჯაროვა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner