logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: ეს არის ტიპური სახე იმ მმართველისა, რომლის მსგავსი აღარასოდეს უნდა განმეორდეს საქართველოში
- +

11 ნოემბერი. 2021. 15:26

 

 

 

აი ეს არის პრეზიდენტყოფილი ქვეყნის სირცხვილი, რომელსაც იმდენი ზრდილობა და ზნეობაც კი არ გააჩნია, რომ საკუთარი ფეხით შესულიყო ციხის სამკურნალო ნაწილში და თავი მომსახურე პერსონალს ხელში აყვანილი შეათრევინა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში შეყვანის კადრებს.

 

მისი თქმით, ეს არის სახე იმ სუბიექტის, რომელმაც შექმნა სისტემა, რომელიც აწამებდა, აუპატიურებდა, აშანტაჟებდა, ღირსებას, ქონებას ართმევდა, უდანაშაულოდ ციხეში ყრიდა და ბოლოს ფიზიკურად სპობდა ადამიანებს:

 

აი, ეს არის პრეზიდენტყოფილი ქვეყნის სირცხვილი, რომელსაც იმდენი ზრდილობა და ზნეობაც კი არ გააჩნია, რომ საკუთარი ფეხით შესულიყო ციხის სამკურნალო ნაწილში და თავი მომსახურე პერსონალს ხელში აყვანილი შეათრევინა! პალატაში შესულმა კაცუნობის გამოვლინება დაიწყო და თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვწერ იმას რაც დავინახე) დააზიანა ისევ მისთვის მიტანილი სამედიცინო აპარატურა! ეს არის სახე ნამდვილი სააკაშვილის, რომელსაც ეზიზღება ადამიანები, რომლებიც მისგან განსხვავებულად აზროვნებენ და მოქმედებენ! ესაა სახე იმ სუბიექტის, რომელმაც შექმნა სისტემა, რომელიც აწამებდა, აუპატიურებდა, აშანტაჟებდა, ღირსებას, ქონებას ართმევდა, უდანაშაულოდ ციხეში ყრიდა და ბოლოს ფიზიკურად სპობდა ადამიანებს! ეს არის ტიპური სახე იმ მმართველისა, რომლის მსგავსი აღარასოდეს არ უნდა განმეორდეს საქართველოში! ეს არის სახე იმ სუბიექტის, რომელიც სწორედ ასეთი ფოტოთი უნდა შეიტანონ სასკოლო სახელმძღვანელოებში, რათა მომავალმა თაობამ ნახოს, რომ ხელისუფლების უმაღლეს საფეხურზე აღარასოდეს არ უნდა იყოს ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პიროვნებები!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner