logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ამაზრზენი იყო ის საქციელი, როგორც მოიქცა პრეზიდენტყოფილი; ამაზრზენია ის შეფასებები, რაც გვესმოდა და, მიუხედავად კადრების გასაჯაროებისა, მაინც უნამუსოდ ვრცელდება
- +

11 ნოემბერი. 2021. 16:01

 

 

 

,,დასრულდა სიყალბისა და ტყუილის ზეობა. სამწუხაროდ, გარკვეული ნაწილი ამასაც ისე დაინახავს, როგორც გვარამიას და სხვებს სურთ, მაგრამ არაუშავს. მთავარია ის, რომ ხალხმა სიმართლე გაიგო”, – ასე ეხმიანება ექსპერტი, გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში პატიმარი მიხეილ სააკაშვილის №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში შესახლების კადრების გავრცელებას, სადაც ჩანს, რომ პატიმარი სააკაშვილი დაწესებულების თანამშრომლებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და სამედიცინო ტექნიკას აზიანებს.

,,იუსტიციის მინისტრის ბრიფინგის შემდეგ თამამად შეიძლება, ითქვას, რომ სრულდება ინფორმაციის და განსაკუთრებით სააკაშვილის მიმართ გავრცელებული ინფორმაციის დანახვა გვარამიას, “ნანუკას”, ბასილაიას და სხვა ხალხის თვალით. სრულდება ამ ყველაფრის აღქმა მათი აღტკინებით და გვეძლევა შესაძლებლობა, თავად ვნახოთ, თავად შევაფასოთ და დასკვნაც ჩვენ გამოვიტანოთ.

ამაზრზენი იყო ის საქციელი, როგორც მოიქცა პრეზიდენტყოფილი. ამაზრზენია ის შეფასებები, რაც გვესმოდა და, მიუხედავად კადრების გასაჯაროებისა, მაინც უნამუსოდ ვრცელდება. დასრულდა სიყალბის და ტყუილის ზეობა. სამწუხაროდ, გარკვეული ნაწილი ამასაც ისე დაინახავს, როგორც გვარამიას და სხვებს სურთ, მაგრამ არაუშავს. მთავარია ის, რომ ხალხმა სიმართლე გაიგო”, – წერს გაბრიჭიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner