logo_geo
eng_logo
ირაკლი კოვზანაძე სსფ-ს მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში სელიმ ჩაკირს შეხვდა
- +

11 ნოემბერი. 2021. 16:26

 

 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში სელიმ ჩაკირს შეხვდა.

 

 

 

სამუშაო შეხვედრაზე  განიხილეს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები, მათ შორის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა,  ინფლაცია, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა და სხვა. საუბარი შეეხო სსფ-ს ახალ პროგრამას. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ფონდის პროგრამა მალე დაიწყება. ირაკლი კოვზანაძის თქმით,  ქვეყანას აუცილებლად სჭირდება სსფ-ის პროგრამა და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ფონდის პროგრამა გაგრძელდეს. „მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება ერთ-ერთი ფაქტორი იმისთვის, რომ სსფ-ის პროგრამა გაგრძელდეს“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner