logo_geo
eng_logo
20 ნოემბერს, საქართველოს პარაგვაის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვევა!
- +

11 ნოემბერი. 2021. 18:18

 

 

საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის მიერ  დალოცვილი "არგენტინის სახლი საქართველოში" - პროექტი,  პარაგვაის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მოიწონა!!

 

20 ნოემბერს,  საქართველოს პარაგვაის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვევა!!

 

პარაგვაის რესპუბლიკის პრეზიდენტის,  მარიო აბდო ბენიტესის  გადაწყვეტილებით, ამ ქვეყნის  მინისტრი - სახელმწიფო ცერემონიალების მთავარი სამმართველოს გენერალური დირექტორი, ხულიო სესარ ეჩაგუე მარტინესი, ა.წ 20 ნოემბერს  საქართველოს ეწვევა. იგი მონაწილეობას მიიღებს „პროტოკოლის მსოფლიო ორგანიზაციის“ საერთაშორისო კონგრესში, რომელიც გაიმართება ამავე ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრის ნიკოლოზ პატარქალიშვილის ორგანიზებით,  ა.წ. 22 ნოემბერს თბილისში.

 

კონგრესზე წარდგენილი იქნება „არგენტინის სახლი საქართველოში“ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი (ავტორი: ნიკოლოზ პატარქალიშვილი) რომელიც მიზნად ისახავს, საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის „მერკოსურის“ კავშირის (არგენტინა, ბრაზილია, პარაგვაი, ურუგვაი) ქვეყნებს შორის,  კულტურული, სპორტული, ტურისტული და სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. აგრეთვე, საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგების, კვებისა და მსუბუქი მრეწველობის საწარმოების შექმნასა და  სხვა.

 

 ბატონი  ხულიო სესარ ეჩაგუე მარტინესი საქართველოში დარჩება ერთი კვირის განმავლობაში, რომელიც შეხვედრებს გამართავს  საქართველოს დარგობრივი სამინისტროებისა და  სხვადასხვა ქალაქების მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან. აგრეთვე,  კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებთან.

 

აღნიშნულის შესახებ, „პროტოკოლის მსოფლიო ორგანიზაციის“ დამფუძნებელი - წევრის  ნიკოლოზ პატარქალიშვილის მიერ,  ა.წ. 10 ნოემბერს ეცნობა საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს.

 

პარაგვაის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროში,  აგრეთვე ამავე სამინიტროს  2 წევრის ვიზიტი განიხილება ჩვენს ქვეყანაში.

 

P.S.ჩვენთან არს ღმერთი!!

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner