logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: წარმომიდგენია, რა დაემართებოდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს ნებისმიერ პატიმარს, ვინც ბადრაგს წინააღმდეგობას გაუწევდა
- +

11 ნოემბერი. 2021. 19:21

 

 

 

„წარმომიდგენია, რა დაემართებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ნებისმიერ პატიმარს, ვინც ბადრაგს წინააღმდეგობას ოდნავ მაინც გაუწევდა“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

„წინააღმდეგობას საერთოდ არ უწევდნენ და წამების მსხვერპლი ხდებოდა ნებისმიერი, ვინც თვალში არ მოუვიდოდათ. მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ იცოდა და მუდმივად ასეთ სისტემას ნერგავდა. ახლა არის სერიოზული სხვაობა და ეს სხვაობა ვერ აუტანიათ. პატიმართა და მათი უფლებების მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეცვლილია. მოცემულობაა ის, რომ ციხეში პატიმარს იმ სტანდარტით ეპყრობიან, რაც საერთაშორისო თანამეგობრობას და განვითარებულ მსოფლიოს აქვს“, – განაცხადა  ვოლსკიმ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner