logo_geo
eng_logo
ნინო ლაცაბიძე: რუსთავის მუნიციპალიტეტში დასაქმებულებს ხელფასები გაეზრდებათ
- +

11 ნოემბერი. 2021. 19:38

 

 

 

„ღირსეული ხელფასი იქნება გარანტია იმისა, რომ რუსთავში მუნიციპალური სერვისების ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდება“, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

 

„რუსთავის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში დასაქმებულებისთვის ხელფასების ზრდა. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასუფთავების სამსახურში ხელფასების ზრდა იმიტომ, რომ ეს ადამიანები კოვიდის მიუხედავად აქტიურად, მთელი დღის განმავლობაში, ზამთარში, ქარში, სიცივეში შრომობენ იმისთვის, რომ ქალაქი იყოს მოწესრიგებული და სუფთა. ამიტომ, მახარებს ის ფაქტი, რომ დასუფთავების თანამშრომლებს ხელფასი მოემატებათ. გასულ წელს ავტობუსები ჩავანაცვლეთ, 40 ახალი ავტობუსი დადის დღეს რუსთავში და მძღოლებს საკმაოდ დაბალი ხელფასი ჰქონდათ. აქაც გვექნება ზრდა, მათი შრომის საპირწონედ აუცილებელია, რომ ღირსეული ხელფასი ჰქონდეთ. ბაღებში, სადაც ჩვენი შვილები იზრდებიან,, მათაც მოემატებათ ხელფასი, ასევე გამწვანების თანამშრომლებს და ვფიქრობ, რომ ღირსეული ხელფასი იქნება გარანტია იმისა, რომ რუსთავში მუნიციპალური სერვისების ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ჩვენ ძალიან მაღალ სტანდარტს ვაწესებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ხელფასებითა და კიდევ სხვა მოტივაციით ჩვენ შევძლებთ, რომ გავზარდოთ მომსახურება იმ სერვისები, რომლებიც გვაქვს ქალაქში“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner