„იმედი მაქვს ეს გაუგებრობა გაირკვევა და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა არ დაზიანდეს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს", - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა.
„რუსთავი 2"- ის საქმე შემოდგომიდან იხილებოდა, ერთ-ერთი კოლეგის მოთხოვნით იგი გადავიდა პლენუმზე. ის უკვე განხილულია პლენუმის მიერ და გადაწყვეტილებაზე ვმუშაობთ, გადაწყვეტილება მალე გამოცხადდება, ამიტომ ეს საკითები მოხსნილია თავისთავად. რაც შეეხება „კაბელების საქმეს", იმედია შემდეგ კვირას ჩვეულ რეჟიმში შევხდებით და გაგრძელდება სხდომა", - განაცხადა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთი მოსამართლის განცხადების საპასუხოდ.
საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთმა მოსამართლემ გიორგი პაპუაშვილს განცხადებით მიმართა, რომელშიც საუბარია მისი მხირდან გადაწყვეტილებების ერთპიროვნულ მიღებაზე.