მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 7.37 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს. შესაბამის მონაცემებს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, დღეში 32.2 მილიონი ადამიანი იცრება.
მსოფლიოს ქვეყნებში ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.34 მილიარდს გადააჭარბა.
ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 1 მილიარდზე მეტია, ევროკავშირში ვაქცინების 603 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 434 მილიონი. Bloomberg-ის მიხედვით, ვაქცინების 2 დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 67,5 % აიცრა, აშშ-ში 58,5 %, ჩინეთში კი - 76,6%-ზე მეტი