logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე ბიძინა ივანიშვილზე: ადამიანმა, რომელსაც არ ევალებოდა და შენი ქვეყნისთვის ამდენი გააკეთა, არ გამადლის და ისევ აგრძელებს კეთებას, ქვეყნიდან რატომ უნდა განდევნო, ან თუ წავიდა, რატომ უნდა გაგიხარდეს?!
- +

11 ნოემბერი. 2021. 21:10

 

 

„ბიძინა რუსი ოლიგარქიაო, გაიძახოდნენ, და დღეს ხმა გაუვრცელეს, ამერიკაში გაიქცაო. ეტყობა კომპასი გაუფუჭდა?! პრორუსული ამერიკაში გაიქცა?!

რაღაც ვერ ვატყობ სადმე წასვლის განწყობას. არჩევნების წინ განაახლა თბილისის ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობა და უკვე ორი სართულია ჩასხმული. ჭიანჭველებით არიან მისეულები, სვეტების არმატურებს კრავენ...

მგონი არც აბასთუმანი გაჩერებულა... საჩხერეში კოლხური ხოხბის ფერმას აშენებს, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ანალიტიკოსი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ საქმეებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

 

„დააშინეს მოსახლეობა. ივანიშვილის სიკეთეებზე საუბარი გოიმობად ითვლება, ხოლო ციხეებში და პოლიციის შუშის შენობების კამერებში ნეკნების მტვრევა "პრადვინუტობად" და საქმის მკეთებლების გადაცდომებად.

სანამ ოპოზიცია წალენჯიხაში სტადიონის და მაკდონალდსის აშენებას იმუქრება, იქნებ გაიხსენონ როგორი ღირებულებითი და საშვილიშვილო პროექტები აქვს გაკეთებული მათ ოპონენტს?!

წითელ წიგნში შეტანილი კოლხური ხოხბის გაშენება რომ აზრად მოგივიდეს, ალბათ ქვეყანა ძალიან უნდა გიყვარდეს, არა?! თუ სიძულვილით აკეთებს?!

400-ზე მეტი ქართული ჯიშის ვაზის გაშენება ჯიხაურაში, და იქვე სამეცნიერო კვლევითი ცენტრის შექმნა რამდენად საშვილიშვილო საქმეა, ვაზის ქვეყნის მოსახლეობა აღიქვამს? მადლობა უთხრა ვინმემ? იქვე 400 სხვა უცხოური ჯიშიც მიაყოლა, ხურდაში.

 

რამდენჯერმე დავწერე, მაგრამ ბევრი არ ჩაღრმავებია, რამდენად მნიშვნელოვანი სამტომეული გამოიცა, მისი დაფინანსებით და ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით, სახელწოდებით "საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია". 10 წელი 100 მეცნიერი წერდა და ხელფასებს და სხვა ხარჯებს ფონდი "ქართუ" ფარავდა. მასში მთელი ჩვენი კუკტურა, ოქროს ფონდი და ისტორია შევიდა და ციფრულ ფორმატში იქნა გადატანილი. ეს თემაც საქილიკოდ აქციეს.

სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა, მხოლოდ ამ საქმეების გამო არ უნდა გაგიხარდეს, თუ ქვეყანა დატოვა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არ ჩაეთვალა.

 

ბოლო დღეებია სააკაშვილი და მისი გუნდი ჯარს და პოლიციას ამადლიან, ფორმა რომ გაცვიათ, ჩვენ ჩაგაცვითო. ჯერ ერთი, რად დროს ის ფორმაა, 9 წელი გავიდა უკვე და გაცვდა. ფორმის შეკერვა აქ დაიწყეს უკვე და იქნებ დაასრულოთ ამ თემაზე საუბარი, თქვენთვისაა სამარცხვინო, ფორმიან კაცს ფორმა დაამადლო.

ძირითადად ამ დამადლების გამო დავაპირე მსგავსი პოსტის დაწერა და დღევანდელმა ხმებმა გადამაწყვეტინა უფრო ვრცლად გამომეხატა ერთხელ და, შესაძლოა, საბოლოოდ.

თუ მაინცდამაინც ფორმის გახსენება გინდათ, ხომ გაიგო მთელმა ქვეყანამ, რომ ივანიშვილმა დააფინანსა ფორმაც, აღჭურვილობაც, პატრულის მანქანებიც, ხელფასებიც?! ერთხელ წამოსცდენია ფორმა მე ჩაგაცვითო?!

მუზეუმებზე, კონსერვატორიაზე, ფიკარმონიაზე, ოპერაზე, თატრებზე, სკოლებზე, მერხებით და კომპიუტერებით, უნივერსიტრტებზე, ეკლესიებზე, საავადმყოფოებზე, საკონცერტოზე, პარკებზე, ლელოს სტადიონებზე და უამრავ სხვა პროექტზე აღარ შევჩერდები.

კიდევ ორ პროექტს გამოვყოფ.

 

დენდროლოგიური პარკი, რომლის გამო რამდენი ტალახი მოითმინა. მაინც მიიყვანა ბოლომდე და ხალხისთვის ხელმისაწვდომი გახადა. წელს რამდენჯერმე ჩავიარე. ხალხი დადის, მათ შორის ახლადდაქორწინებულთა საყვარელი ადგილია.

მეორე, სიყვარულით გაკეთებული პროექტია შეკვეთილის მინიატურების პარკი. ვისაც არ გინახავთ, ნახეთ, თუნდაც ინტერნეტით.

სულაც არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის ამ პოსტზე.

თუ არ მოგწონდათ მისი პოლიტიკა, ან უბრალოდ მისი ოპონენტი იყავით, გასაგებია. ვინ გაძალებთ?!

მაგრამ, ადამიანმა, რომელსაც არ ევალებოდა და შენი ქვეყნისთვის ამდენი გააკეთა, არ გამადლის და ისევ აგრძელებს კეთებას, ქვეყნიდან რატომ უნდა განდევნო, ან თუ წავიდა, რატომ უნდა გაგიხარდეს?!

 

ივანიშვილის ოპონენტები ხელისუფლებაში მოვიდნენ დახეული კალოშებით, დღეს ბიძინაზე მეტი ფული აქვთ. რომელიმემ ლარი დახარჯა ქვეყნისთვის?

მხოლოდ ტელევიზიებში, ამ 9 წელში, მილიარდზე მეტი დახარჯეს. რაც არჩევნებში და აქციების მოწყობაში დახარჯეს, თავადაც ვერ დათვლიან. პანდემიის დროს ლარი არ ჩაურიცხავთ ფონდში. ნაცმოს დეპუტატებმა ხელფასის მესამედიც კი არ დაიქვითეს. ამ დროს ივანიშვილის ოჯახმა 103 მილიონი გაიღო.

 

სიძულვილი, მუქარები, შავი სიები და ქვეყნის რყევები, გიყვარდეთ. ომზე და უბედურებაზე აღარ ვსაუბრობ. ჯარის ხარჯზე მილიონების კეთება ცალკე თემაა და, თუ გსურთ, დაგიმტკიცებთ.

რიგში რომ დგანან ახლა მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები და სხვები, კლიპებს რომ წერენ "თავისუფლება მიშასო", დაგამადლათ ჩემს რესტავრირებულ სამხატვრო აკადემიაში ხატავთ (ნახეთ რა დონეზეა გაკეთებული), ან ჩემს შეკეთებულ, რესტავრირებულ თეატრებში და ოპერებში მსახურობთო? არა. მადლობა გითქვამთ? არა.

 

ესეც თქვენი საქმეა. უბრალოდ, იქეთ რომ ასე გისკდებათ სიყვარულის ბუშტი და არაფრად აგდებთ ასიათასობით გასამართლებულ, ათასობით გამწარებულ და ბიზნესახეულ ადამიანს, აქეთ რატომ აფრქვევთ ამდენ სიძულვილს?

ვისაც პოსტი არ მოგეწონებათ, ნუ ამოხტებით ქამრებიდან. შეგიძლიათ კარი გარედან დახუროთ.

 

ერთი რამ მკაფიოდ ვიცი და ბევრჯერ დავწერე: თუ გსურთ ოცნებაზე უკეთესი ხელისუფლება მოვიდეს მომავალში, ან კოალიციაში შემოვიდეს ჯანსაღი პარტია, ღმერთმა ნუ ქნას უარესმა შეცვალოს, ამ მარგინალი ოპოზიციის ფონზე ეს არ მოხდება.

სანამ არ გადახალისდებით, სანამ სიძულვილის ნაცვლად პროგრამების წერას არ დაიწყებთ, სანამ დამნაშავეებს ახალი სახეებით არ ჩაანაცვლებთ, თქვენ ვერ მოხვალთ ხელისუფლებაში. უკეთესების შემოყვანის ნაცვლად, პარლამენტში ძველებზე უარესები და თავხედები შეიყვანეთ. ზედ პრორუსული პოლიტიკოსები დაიმატეთ.  მიკვირს 27% როგორ აიღეთ.

ივანიშვილი წასულია პოლიტიკიდან. თქვენსავით უპრინციპო არაა. თქვა და აღარ შემოვა უკან. შესაბამისად, ეს პოსტიც პოლიტიკური ნაკლებადაა. უფრო მადლობაა, რაც გააკეთა იმისთვის. ვისაც თავი მოგაქვთ, გააკეთეთ მეტი და გააკეთეთ უკეთ. ვინმე გიშლით?!

ვერავინ შეზღუდავს, ამერიკაში გაფრინდება თუ შვილებს ჩააკითხავს. თქვენს ხარჯზე არ დაფრინავს.

ვერც ქვეყნიდან გააქცევს ვინმე. დღევანდელი პოლიტიკოსებიდან, თუ ვინმეს აქვს უფლება ამ მიწაზე იაროს, ჯერ მას აქვს.

 

ამდენი დანაშაული გაქვთ ჩადენილი, ტერიტორიებზე კონტროლი დაიკარგა, უამრავი ადამიანი გაამწარეთ, ხელისუფლებაში გამდიდრდით. არ გამძიმებთ? ჰოდა, თუ თქვენ არ გამძიმებთ, სხვისკენ თითს როგორ იშვერთ?

წინა ხელისუფლების მიმართ პირადული არასდროს მალაპარაკებდა. მათ შორის არც იმის გამო, რომ წლების წინ უსამართლოდ მომექცნენ როგორც მე, ასევე ჩამს უამრავ თანამშრომელს. მაგასაც დავწერ, ალბათ. ბევრჯერ ვთქვი, მაგრამ რაც სხვას გადახდა, მათთან შედარებით ჩემი ისტორია რა მოსატანია. თუმცა, დღეს ვინც ჯეჯილობთ, ბევრი არ გასულხართ სახლიდან იმ განცდით, რომ შესაძლოა ვეღარ დაბრუნებულიყავით. ხომ ასეა?! სხვა დროს...

ვინც გაქცეული წაიკითხა და ნახევარი გამოტოვა, გავიმეორებ, ვისაც ივანიშვილი როგორც პოლიტიკოსი არ მოგწონთ, არავინ გაძალებთ. როგორც მოქალაქის, უმსხვილესი ინვესტორის და ქველმოქმედის ქვეყნიდან წასვლა რატომ უნდა გაგიხარდეთ, ვერ ვიგებ. ებრძოლეთ სამართლებრივად.

გამოწვევით არ ვამბობ, ვინც ვერ გაგრილდებით, რუსეთისთვის მიყიდული ბორჯომით გაგრილდით. იმედია, ოდესმე, გამოვისყიდით.

გადავფურცლე ეს ფურცელი. ბიძინას თემას აღარ შევეხები, თუ რაიმე ახალი პროექტი არ გახდება აღსანიშნავი“, - წერს ანალიტიკოსი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner