logo_geo
eng_logo
საკონსტიტუციო სასამართლოს 5 მოსამართლე გიორგი პაპუაშვილს უპირისპირდება
- +

29 ივლისი. 2016. 23:01


ღია წერილი გიორგი პაპუაშვილს - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნაწილი თავმჯდომარეს რამდენიმე საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებაში ადანაშაულებს.


ღია წერილი ზუსტად იმ დროს გამოქვეყნდა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებში გარკვევას პროკურატურაც ცდილობს.


წერილში საკმაოდ ვრცლად არის საუბარი რუსთავი 2-ის საქმეზე. მასში ხაზგასმულია, რომ კომპანიის ერთ-ერთ სარჩელზე პლენუმის წევრებს უკვე გადაწყვეტილების პროექტები აქვთ დარიგებული. ამავე წერილში მოსამართლეები გიორგი პაპუაშვილს პოლიტიკური ნიშნის მქონე საქმეების განსახილველად დროს თხოვენ. ასეთ საქმეებში კი კვლავ რუსთავი 2-ს ახსენებენ.


ხუთი მოსამართლე ასევე გამოთქვამს ინიციატივას, რომ მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმის გამოძიების დასრულებამდე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სარჩელებზე გადაწყვეტილება მიღებული არ იყოს.


წერილის ავტორებისგან რადიკალურად განსხვავებულია პირველი კოლეგიის სხვა წევრების პოზიცია. მოსამართლე მაია კოპალეიშვილს მიაჩნია, რომ მისი კოლეგების შეხედულება საქმეთა ფორსირებასთან დაკავშირებით მცდარია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner