იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, სტრასბურგის გადაწყვეტილება საკმაოდ მკაფიოა და ის არ ტოვებს სივრცეს ინტერპრეტაციისთვის. ბექა ძამაშვილის თქმით, გადაწყვეტილებაში სიტყვა გადაყვანა ნახსენები საერთოდ არ არის.
„სტრასბურგის გადაწყვეტილებაში საუბარი არის სამედიცინო მომსახურების გაწევაზე და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. როდესაც ევროპული სასამართლო ამ გადაწყვეტილებას წერდა, მათ ჰქონდათ მთელი რიგი ინფორმაცია და დოკუმენტაცია მიწოდებული. ევროპულმა სასამართლომ ეს ყველაფერი შეაფასა და რადგან ჩვენ არ დაგვაკისრა არა თუ სამოქალაქო კლინიკაში, არამედ არსად გადაყვანის ვალდებულება, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს შეფასებით, პენიტენციური დაწესებულების შიგნით არსებული სამედიცინო სერვისები ითვლება საკმარისად, ადეკვატურად და სათანადოდ, ეს არის რასაც გადაწყვეტილება ამბობს.
პოლიტიკური ჭრილში თუ სჭირდება ვიღაცას გადაწყვეტილების განსხვავებული ინტერპრეტაცია, შეიძლება მოახდინოს, თუმცა ერთი რამ სამწუხაროა - მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მიზნებისთვის არც ამ გადაწყვეტილებამდე და არც მის შემდეგ გულწრფელი მოწოდება ნაკლებად ისმის, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდეს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ. „ქრონიკაში“.