„რესპუბლიკური პარტიის" წევრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს:
„რადგან დღეს რაღაცნაირი დღეა და იმედა დარსალიას ბევრი ჟურნალისტი გეჩხუბა, ჩვენთან რატომ არაო, უნდა დავწერო.
ალბათ ეხლა, როცა საარჩევნო რეჟიმში გადადიხარ ამას პოლიტიკოსები არ აკეთებენ, მაგრამ მე ხომ ასეთი ვარ.
ინგასთან იმიტომ, რომ ინგა გრიგოლია და ეკა ხოფერია, ის ორი ჟურნალისტი იყო ყველაზე მძიმე დროს, როცა ყველგან მბლოკავდნენ, ეთერში პრაქტიკულად „უკანა კარიდან" მრთავდნენ.
წინ ბევრი წელია ჩვენი თანამშრომლობის, მაგრამ მე არაფერი მავიწყდება, მიყვარხართ ორივე და სულ მადლობელი ვიქნები."- წერს ხიდაშელი.