„ვულოცავ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, თითოეულ ფეხბურთელს, მთელ საქართველოს ამ გამარჯვებას“, - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„გამარჯვება ჩვენია! მადლობა ბიჭებო ქართველი გულშემატკივრების გახარებისთვის!
ვულოცავ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, თითოეულ ფეხბურთელს, მთელ საქართველოს ამ გამარჯვებას! საქართველომ შვედეთის ნაკრები 2:0 დაამარცხა“, - წერს კახა კალაძე.