logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი სააკაშვილზე: უზნეობაა ულტიმატუმის მოსმენა იმ ადამიანისგან, რომელმაც სადისტური მართვის სისტემა შექმნა
- +

12 ნოემბერი. 2021. 01:17

 

 

 

„უზნეობაა ულტიმატუმის მოსმენა იმ ადამიანისგან, რომელმაც სადისტური მართვის სისტემა შექმნა და ციხეები გადაქცეული ჰქონდა წამების ბანაკებად“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტაზე საუბრისას განაცხადა.

 

„ფაქტია, რომ შიმშილობა, რომელიც 40 დღეზე მეტია გრძელდება უამრავ შეკითხვას წარმოშობს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ შიმშილობის შეწყვეტა არის ის თემა, რომელზეც საუბრობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. სახელმწიფოსგან მოთხოვნილია, რომ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული - ერთი პირობა შესრულებულია სახელმწიფოს მხრიდან, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცულია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner