„სააკაშვილმა, რომელიც დღემდე ულტიმატუმებით ელაპარაკება საკუთარ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოს, ახლა ულტიმატუმებით ლაპარაკი სტრასბურგის სასამართლოს დაუწყო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკას“ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტაზე საუბრისას განუცხადა.
„სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს კატეგორიულად გამოუცხადა, რომ ის არ შეწყვეტს შიმშილობას თუ რაღაც პირობები არ დაკმაყოფილდება. თუ ამ პირობებში გულისხმობს პოსტ საშიმშილო პერიოდში მის რეაბილიტაციას, ამის ყველანაირი პირობა არსებობს არა მხოლოდ მე-18, არამედ ნებისმიერ დაწესებულებაში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.