ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„დეპუტატები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ" მეორე „კრუგზე" აღარ ჩასვა სიაში (ერთი-ორი გამონაკლისის გარდა), აღარ მელაპარაკებიან. არადა, იყო დრო, აქეთ მირეკავდნენ!
დიახაც, სწორად გიფიქრიათ, მეგობრებო, ეს მე არ ჩაგსვით საარჩევნო სიაში, ეს მე არ წარგადგინეთ მაჟორიტარებად!
ბიძინა ივანიშვილი ყოველდღე მირეკავდა და ზეწოლას ახდენდა ჩემზე: ეს ჩასვი, ის ჩასვიო, ეს წარადგინე, ის წარადგინეო, მაგრამ ვერ მომაქცია თავისი გავლენის ქვეშ, გავუძელი და ყველა გადაგხაზეთ, ყველას ყოფა გიტირეთ!
ჩემთვის რომ დაეჯერებინა, თქვენ 2012-შიც არ იყავით საპარლამენტო ხალხი!
აი, გაგიხსენით ყველა კარტი, ეს მე დაგღუპეთ და დაგაქციეთ, ამ ჩემ ფეხებს, თუ არ მელაპარაკებით!!!"- წერს ზედელაშვილი.