logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: დააბრუნებინეთ სააკაშვილს ნაძარცვი ღიად, გამჭვირვალედ და ქართული სინამდვილიდან მთელ თავის კრიმინალურ ქსელთან ერთად შარშანდელი თოვლივით გაქრება
- +

12 ნოემბერი. 2021. 03:02

 

 

 

„ნაციონალური მოძრაობა მაფიოზური სტრუქტურაა, ის ქვეყანას კრიმინალური მეთოდებით მართავდა. რეკეტი, დაშინება, ბულინგი, დაჭერა, რეპრესიები, წამება, ქონების ჩამორთმევა, ძარცვა, ცემა, ფარული გადაღებები, პირადი ცხოვრებაში შეჭრა, ნარკოტიკების და იარაღის ჩადება, ცრუ მოწმეები, გაუპატიურება, ფულის გათეთრება, მკვლელობები. ეს ყველაფერი იყო მათი მართვის ინსტურმენტები“, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს.

 

„დღესაც არ ასვენებენ ხალხს და ქვეყანას. მათ აქვთ უზარმაზარი ქსელი, რომელსაც უხვად აფინანსებენ: ტელევიზიები, საინფორმაციო სააგენტოები, არასამთავრობო ორიგანiზაციები, გაზეთები,საინფორმაციო ვებ-გვერდები, უცხოელი ლობისტები სხვადასხვა ქვეყანაში, საკომინიკაციო ფირმები, პოლიტტექნოლოგები, რამდენიმე პარტია. ამ ქსელის დაფინანსება წელიწადში მინიმუმ 200  მილიონი ლარი ჯდება. შემოწირულობებს კი ამ თანხის 1-2%-ს აჩვენებენ.

 

თუ გვინდა, რომ ამ ძალისგან დავისვენოთ, მათი დაფინანსები წყაროების უნდა გადაიკეტოს. ნაძარცვი ფული ოფშორებში და ანონიმურ ანგარიშებზე აქვთ. ცხადია ძირითად ნაწილს თავად სააკაშვილი და მისთვის სანდო ხალხი განაგებს. მინიმალური დათვლებით მან 10 მილიარდ დოლარზე მეტი მოიპარა ხალხისგან შემდეგი ფორმებით: 850,000 საპროცესო გარიგება, 40,000 ბიზნესმენისთვის წარმთეული ქონება, ჯარიმები, მსხვილი იმპორტიორების "სტავკა", გაყინული ხორცის ბიზნესი, მობილურების იმპორტის მონოპოლია, ფქვილის ბიზნესი, საწვავი, საკუთარი მონოპოლიები და კარტელები ყველაზე გაყიდვად საქონელზე, საგარეო ვალი, რომელიც მან გაასამმაგა, ფულის გათეთრება, ბიზნესის ტერორი, სახელმწიფო ანუ ხალხის ქონების პრივატიზაცია "ორმაგი კონტრაქტებით" ("ბორჯომი", პორტები, ჰესები, უძრავი ქონება, მიწები, რკინიგზა მართვაში, საბაჟო ტერმინალები, სათამაშო ბიზნესი, იარაღით ვაჭრობა, ნარკოტიკების ტრანზიტი და ბრუნვა, წიაღისეული და ა.შ. (დაამატეთ თუ რამე გამომრჩა)

90-იან წლებში პალერმოს ყოფილმა პროკურორმა ლეოლუკა ორლანდომ, რომელმაც თავის დროზე სიცილიური მაფია მოთოკა, გვირჩია: საკმარისი არ არის მაფიოზი გყავდეს ციხეში, აუცილებელია მას ფული არ დაუტოვო, რომ შავი საქმეები აღარ აკეთოს ციხიდან.

დააბრუნებინეთ სააკაშვილს ნაძარცვი ღიად, გამჭვირვალედ და შარშანდელი თოვლივით გაქრება ის ქართული სინამდვილიდან, მთელ თავის კრიმინალურ ქსელთან ერთად. არსებობს კერძო საძიებო ფირმები, რომლებიც ორ-სამ თვეში მიწიდან ამოიღებენ თუ რამე სადმე აქვთ გადამალული“, - წერს გოგავა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner