logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირების თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა
- +

12 ნოემბერი. 2021. 11:41

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM)

სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირების თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიგრაციის

საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის ფინანსური დახმარებით,

სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირების თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ღონისძიებას შინაგან საქმეთა

სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საერთაშორისო ურთიერთობების

დეპარტამენტის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, მიგრაციის

საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი

პირები დაესწრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის

გადაცემული პასპორტის წამკითხველები მესაზღვრე-ოფიცრებს დოკუმენტების

საფუძვლიან შესწავლასა და ნამდვილობის განსაზღვრაში დაეხმარება.

აღნიშნული აღჭურვილობა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიძინა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში საზღვრისა და

მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)“ - ფარგლებში, რომლის

მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება ინტეგრირებული

საზღვრის მართვისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით, ევროკავშირსა და

საქართველოს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების და სამოქმედო

გეგმების, განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner