logo_geo
eng_logo
ბაკურიანს ინსპექტირების მიზნით საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები ეწვივნენ
- +

12 ნოემბერი. 2021. 12:30

 

საქართველომ 2023 წლის სათხილამურო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა.

 

მთის კურორტების გაერთიანების კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2023 წლამდე ქვეყანას ვალდებულება აქვს აღებული ჩაატაროს სატესტო ღონისძიებები. 2022 წელს ბაკურიანში გაიმართება ევროპისა და მსოფლიო თასის ეტაპები სხვადასხვა დისციპლინებში : სლოუფ სთაილში, სნოუბორდსა და თხილამურებში, ასევე პარალელურ სნოუბორდში.

 

საშეჯიბრო ტრასის ინსპექტირების მიზნით ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) დელეგატები, ინსპექციის საერთაშორისო სპორტული მარკეტინგის კომპანია Infront-ი და ღონისძიების საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები OnCourse და Schneestern-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

ინსპექციაზე საორგანიზაციო მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები როგორიც არის: ინფრასტრუქტურა, შეჯიბრის სტარტისა და ფინიშის სივრცეების ორგანიზება და სხვა საკვანძო საკითხები.

 

„საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს ჩვენს მიერ გაწეული სამუშაოები. ახლა მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი. ასაშენებელი გვაქვს წყლის ხელოვნური რეზერვუარები. ვფიქრობ , რომ 2023 წელს საქართველო ღირსეულად უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს"- განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა ირაკლი ჭირაქაძემ.

 

„საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებმა მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ ჩატარებული სამიშაოები დადებითად შეაფასეს. დაგვრჩა ერთი სატესტო შეჯიბრი 2023 წლამდე, რომელიც უმნიშვნელოვანესია შემდეგ ნაბიჯზე გვეწყება სემინარები, რომელიც საორგანიზაციო კომიტეტს დაეხმარება ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებაში“- განაცხადა სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ.

 

„მიუხედავად მძიმე პანდემიური ვითარებისა, ბაკურიანში მოსამზადებელი სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ რომ ასეთი მუშაობით საუკეთესო შედეგს მივიღებთ და 2023 წლის ჩემპიონატს წარმატებით ჩავატარებთ“ -განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საშეჯიბრო დირექტორმა - რობერტო მორესიმ.

 

საქართველომ 2018 წელს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე კონგრესზე მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner