logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: პაპუაშვილი, მემწვანილეზე უარეს დღეში ჩავარდები ვატყობ!
- +

30 ივლისი. 2016. 00:26


ნინო ჯღარკავა გიორგი პაპუაშვილს მიმართავს:



„ისევ ჩაიკუკე პაპუშვილი? გამოიყვანე ის მოსაამართლე ინკოგნიტოაა კაცოო?

ვიზე იყო ზეწოლა, დაიკითხა ყველა მოსამართლე და ყველა უარყოფს და სიზმარში ნახე რამე?

 

ვაახ კაცოო სულ თუ არ გადავირევით ამ „დაბოლილი" ნაცების გადამკიდე კარგია... თუ ქუჩაში შეამჩნევთ, რომ გოგო- ბიჭი ერთმანეთს კოცნის და ყურადღებას არ გაქცევენ, იცოდეთ ესე იგი თქვენ გითვალთვალებენ და იმ წუთას აყვირდიოთ ზეწოლაოო.

 

პაპუაშვილი მემწვანილზე უარეს დღეში ჩავარდები ვატყობ!"- აღნიშნავს ჯღარკავა.


საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას განცხადებით არ იცის ჰქონდა თუ არა რომელიმე მოსამართლის მიმართ ზეწოლის ფაქტს ადგილი.


"ალბათ, უფრო სწორი იქნებოდა, პირველი ჩვენ ვყოფილიყავით ინფრომირებული ამ ფაქტებთან დაკავშირებით. მე დღემდე არ ვიცი, ჰქონდა თუ არა რომელიმე მოსამართლის მიმართ ასეთი ზეწოლის ფაქტს ადგილი. დღემდე არ ვიცი, რომელი მოსამართლე იგულისხმება. მე ასე წარმომიდგენია, როდესაც სასამართლო აკეთებს განცხადებას მოსამართლეზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, მინიმუმ, განცხადების გამკეთებელს გვერდით უნდა ედგეს ის მოსამართლე, რომელზეც ვინმე ზეწოლის განხორციელებას შეეცადა", - აღნიშნა მერაბ ტურავამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner