logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ყველა სხვა სახელმწიფო საქართველოსთან საუბარში უნდა იაზრებდეს, რომ ესაუბრება სამართლებრივ სახელმწიფოს, დამოუკიდებელს საკუთარ გადაწყვეტილებებში
- +

12 ნოემბერი. 2021. 13:05

 

„მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები შეფასდა როგორც პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი და კიდევ ერთხელ მოხდა ხაზგასმა იმაზე, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია“, - ასე გამოეხმაურა საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შორის გამართულ სატელეფონო საუბარს.

 

მეგრელიშვილი ამბობს, რომ ყველა დასმულ კითხვაზე გაცემულია სათანადო პასუხი და სახელმწიფოებმა უნდა გაიაზრონ, რომ საქართველო წარმოადგენს სამართლიან და დამოუკიდებელ სახელმწიფოს.

 

„უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრისას ვოლოდიმერ ზელენსკი დაინტერესდა უკრაინის მოქალაქის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რაზეც მას სათანადო პასუხები გაეცა. პირველი- პატიმარი სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების დღიდან, ისევე როგორც სხვა პატიმრები, იმყოფება მონიტორინგის ქვეშ და მას 24-საათიან რეჟიმში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ეწევა. მეორე- უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საშუალება ეძლევა, რომ იგი მოინახულონ როგორც მისმა ადვოკატებმა, ოჯახის წევრებმა, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა და შესახლების დღიდან მას ასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. მესამე- მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ პატიმარმა წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს და ექიმებს. შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელდა კანონით განსაზღვრული ქმედებები. მეოთხე- უკრაინელ ექიმების ჩართვის საჭიროება არ არსებობს, რადგან პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ. უკრაინის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბარი კიდევ ერთხელ მკაფიო ხაზგასმაა იმისა, რომ ყველა სხვა სახელმწიფო საქართველოსთან საუბარში უნდა იაზრებდეს, რომ ესაუბრება სამართლებრივ სახელმწიფოს, დამოუკიდებელს საკუთარ გადაწყვეტილებებში და მათ თხოვნაზე (და უკვე არა მოთხოვნაზე) პასუხები მხოლოდ კანონის შესაბამის რეაგირებას გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები შეფასდა როგორც პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი და კიდევ ერთხელ მოხდა ხაზგასმა იმაზე, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია!“ -წერს მეგრელიშვილი Facebook- ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner