logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: საგულისხმოა, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე საუბარი არ ყოფილა უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან, ასე რომ, რადიკალების ილუზიები სააკაშვილის ციხიდან გამოშვებაზე, კვლავ ილუზიებად დარჩება მინიმუმ 6 წელი
- +

12 ნოემბერი. 2021. 13:56

 

„დარწმუნებული ვარ, რომ მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაიგო ჩვენი წუხილი. სააკაშვილზე საუბრისას მან ხომ აღნიშნა ოქტომბრის ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ საზღვრის უკანონო კვეთა და გაუფრთხილებლად საქართველოში წასვლა არასწორი ქმედება იყო“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის და უკრაინის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარს.

 

როგორც აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, პრემიერ ღარიბაშვილის მკაფიო გზავნილი ჰქონდა, რომ უკრაინის მოქალაქეებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვთ.

 

„პრემიერ ღარიბაშვილის მკაფიო გზავნილი, რომ უკრაინის მოქალაქეების საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია, არ გულისხმობდა მხოლოდ პატიმარ სააკაშვილს. ის ისედაც საპყრობილეშია და მოიხდის კუთვნილ სასჯელს. საუბარია უკრაინის ცალკეულ ვიგინდარა ადვოკატებზე, ჟურნალისტებსა და ე.წ. ბოევიკებზე, რომლებსაც, რასაკვირველია, ანგარების მიზნით, საქართველოში სიტუაციის არევა სურთ. ზოგიერთი მათგანი შეეცადა ჩვენთან შემოსვლას და სამართლიანად გააბრუნეს სამშობლოში. დარწმუნებული ვარ, რომ მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაიგო ჩვენი წუხილი. სააკაშვილზე საუბრისას მან ხომ აღნიშნა ოქტომბრის ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ საზღვრის უკანონო კვეთა და გაუფრთხილებლად საქართველოში წასვლა არასწორი ქმედება იყო.

 

საგულისხმოა, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე საუბარი არ ყოფილა უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან. თემა თუ აქტუალური იქნებოდა, ზელენსკი თავად იტყოდა ამას საჯაროდ. უკრაინის ლიდერი „ტვიტერში“ წერს, რომ საუბრისას მან აღნიშნა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული. ზელენსკის ცნობით, მან ქართულ მხარეს მიხეილ სააკაშვილთან დედის, ნათესავებისა დ უკრაინელი ექიმების შეშვების თხოვნით მიმართა. სააკაშვილთან პაემანზე რომ ათეულობით მისიანი დადის, საყოველთაოდ ცნობილია. რაც შეეხება უკრაინელი ექიმების ვიზიტს, რაც ჩემი აზრით, ზელენსკის მხრიდან საკითხის ფორმალურად წამოჭრით აიხსნება, ღარიბაშვილის პასუხი იყო - პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ. ასე რომ, რადიკალების ილუზიები სააკაშვილის ციხიდან გამოშვებაზე, კვლავ ილუზიებად დარჩება მინიმუმ 6 წელი“, - წერს ანალიტიკოსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner