logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: დადგა დრო, ყველამ იცოდეს - საქართველოს შიდა საქმეებში „პრახადნოი დვორივით" ვეღარ იბოდიალებენ
- +

12 ნოემბერი. 2021. 13:57

 

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სატელეფონო საუბარს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ზელენსკიმ მოვალეობა მოიხადა და გადმორეკა, ღარიბაშვილმა უთხრა ის, რაც არა მხოლოდ ზელენსკის, არამედ ზოგიერთ არამკითხეებსაც ეხებათ.

 

„სატელეფონო საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედებები შეაფასა როგორც პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია. ძალიან კარგი. ზელენსკიმ მოვალეობა მოიხადა და გადმორეკა. ღარიბაშვილმა უთხრა ის, რაც არა მხოლოდ ზელენსკის, არამედ იმ ზოგიერთ არამკითხეებსაც ეხებათ. დადგა დრო, რომ ყველამ იცოდეს - საქართველოს შიდა საქმეებში „პრახადნოი დვორივით" ვეღარ იბოდიალებენ“ - წერს გია გაბრიჭიძე faceebok - ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner