logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: პატიმარ სააკაშვილის ულტიმატუმები აბსოლუტურად მიუღებელია არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებისთვის, არამედ - საერთაშორისო სასამართლოსთვისაც
- +

12 ნოემბერი. 2021. 14:14

 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, „საუკეთესო წამალი“ შიმშილობის დასრულებაა, რაც მის ექიმსაც არაერთხელ უთქვამს.

 

„პატიმარ სააკაშვილის ულტიმატუმები აბსოლუტურად მიუღებელია არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებისთვის, არამედ - საერთაშორისო სასამართლოსთვისაც. მისი რეაბილიტაცია შესაძლებელია ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ამ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ამ სტანდარტებს აკმაყოფილებს თუ არა ის დაწესებულება, რომელშიც იმყოფება, ბუნებრივია, ამას ექიმები, მათ შორის - მისი პირადი ექიმი გადაწყვეტს, რომელსაც არაერთხელ, რომ ყველაზე კარგი წამალი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, არის საკვები პროდუქტების მიღება“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

 

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.

 

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

 

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.

 

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.

 

11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა №18 დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლების, პალატაში განთავსების კადრები გაასაჯაროვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner