logo_geo
eng_logo
ჯანმო: კვების მწვავე უკმარისობის ფონზე, მილიონამდე ავღანელ ბავშვს სიკვდილის საფრთხე ემუქრება
- +

12 ნოემბერი. 2021. 16:52

 

კვების მწვავე უკმარისობის ფონზე, მილიონამდე ავღანელ ბავშვს სიკვდილის საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე, ავღანეთში დაახლოებით 3.2 მილიონი ბავშვი კვების მწვავე უკმარისობის გამო შეიძლება დაზარალდეს.

 

„ეს რთული ბრძოლაა, რადგან შიმშილი ისადგურებს ქვეყანაში. მსოფლიომ ავღანეთს ზურგი არ უნდა შეაქციოს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

 

25 ოქტომბერს, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძვანელმა, დევიდ ბიზლიმ განაცხადა, რომ მილიონობით ავღანელი, მათ შორის ბავშვები, შიმშილისგან შეიძლება დაიღუპოს, თუ გადაუდებელი ზომები არ იქნება მიღებული.

 

დევიდ ბიზლიმ აღნიშნა, რომ ავღანეთში, 22.8 მილიონი ადამიანი მწვავე სასურსათო დაუცველობას განიცდის. შედარებისთვის, ორი თვის წინ, აღნიშნული მაჩვენებელი 14 მილიონ ადამიანს შეადგენდა.

 

„ბავშვები დაიხოცებიან. ხალხი იშიმშილებს. სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდება“, - აღნიშნა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძვანელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner