logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე გახარიაზე: გუნდის ღალატის გარდა, მან ხალხსაც უღალატა, როდესაც წამლების სიძვირის პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა და თანამდებობიდან ისე გაიქცა, რომ ეს საკითხი მოუგვარებელი დატოვა
- +

12 ნოემბერი. 2021. 18:54

 

„ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვას საქმეც რომ მალევე მოჰყვება, ეს უკვე არაერთხელ დადასტურდა, რაც ყველაზე მეტად სწორედ რადიკალურ ოპოზიციას აღიზიანებს, თუმცა მედიკამენტების პრობლემის მოგვარების საკითხმა, მათზე უფრო გიორგი გახარია გააღიზიანა“, - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე პრემიერის ინიციატივაზე გიორგი გახარიას კომენტარს.

 

როგორც ბოჟაძე წერს, ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებით, მალე მოგვარდება მოსახლეობისთვის ერთ-ერთ უმწვავესი პრობლემა.

 

„ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებით მოსახლეობის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემის მოგვარება დაიწყო. საქართველოში წამლები რომ ძალიან და თანაც დაუსაბუთებლად ძვირია ფაქტია. ეს პროცესი ხელისუფლებისგან კანონმდებლობის ფარგლებში ჩარევას რომ საჭიროებს, ესეც. მოსახლეობისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან ერთად მედიკამენტებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ეს არის ხელისუფლების მიზანიც. ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვას საქმეც რომ მალევე მოჰყვება, ეს უკვე არაერთხელ დადასტურდა, რაც ყველაზე მეტად სწორედ რადიკალურ ოპოზიციას აღიზიანებს, თუმცა მედიკამენტების პრობლემის მოგვარების საკითხმა, მათზე უფრო გიორგი გახარია გააღიზიანა. გუნდის ღალატის გარდა, მან ხალხსაც უღალატა, როცა წამლების სიძვირის პრობლემის მოგვარებას ჯერ კიდევ 2019 წელს დაჰპირდა და თანამდებობიდან ისე გაიქცა, რომ ეს საკითხი ისევე, როგორც სხვა ბევრი კვლავ მოუგვარებელი დატოვა. #ნაცობატეხავს ყველამ იცის, მაგრამ ყველაზე მეტად რომ #ღალატიტეხავს კიდევ ვერ გაიგო გიორგი გახარიამ?“ - წერს ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner