logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ბატონო გახარია, დღეს რომ აპროტესტებთ მედიკამენტების საკითხს, პრემიერ-მინისტრობის წელიწადსა და ხუთ თვეში, რატომ ერთხელ არ დასვით გადასაჭრელად ეს საკითხი?!
- +

12 ნოემბერი. 2021. 19:11

 

 

„აი, თქვენ კი, ბატონო გახარია, დღეს რომ აპროტესტებთ მედიკამენტების საკითხს, პრემიერ-მინისტრობის წელიწადსა და ხუთ თვეში რატომ ერთხელ არ დასვით გადასაჭრელად ეს საკითხი?!“ - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივაზე გახარიას კომენტარს.

 

როგორც მეგრელიშვილი წერს, მედიკამენტებზე მაღალი ფასებია და ეს საკითხი პრემიერისთვის ნომერ პირველ გადასაჭრელ პრობლემათა ნუსხაშია.

 

„ფარმაცევტული ბაზარი მოწესრიგებას საჭიროებს! მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და მედიკამენტების ხარისხი და სათანადო ფასი ყოველთვის იწვევდა და დღესაც იწვევს ჩემს განრისხებას! ეს საკითხი დროულ გადაჭრას საჭიროებს და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ეს საკითხი პირველად, გადასაჭრელ პრობლემათა ნუსხაშია! აი, თქვენ კი, ბატონო გახარია, დღეს რომ აპროტესტებთ მედიკამენტების საკითხს, პრემიერ-მინისტრობის წელიწადსა და ხუთ თვეში, რატომ ერთხელ არ დასვით გადასაჭრელად ეს საკითხი?! თქვენი პრემიერობის დროსაც სჭირდებოდათ ადამიანებს მედიკამენტები, თქვენი პრემიერობის დროსაც არ ჰქონდათ ადამიანებს მასზე სათანადო ხელმისაწვდომობა. მიუღებელია გუნდიდან გაქცევის შემდეგ გადაუჭრელ პრობლემებზე ქილიკი!!! ეს პრობლემა იყო და ეს პრობლემად აღარ დარჩება, მალე მოგვარდება. თქვენ კი, ქილიკის ნაცვლად, საკუთარ თავს ჰკითხეთ - თქვენ, რა არ გააკეთეთ ამისთვის!“ - წერს მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner