logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: არც კი განიხილება სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხი, როგორც ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, სააკაშვილი მის კუთვნილ სასჯელს ქართულ ციხეში მოიხდის
- +

12 ნოემბერი. 2021. 20:37

 

 

„ძებნილი მიშა დაიჭირა, ზელენსკისაც კარგად გააგებინა, რომ შიდა საქმეებში უკრაინის მოქალაქეებს არაფერი ესაქმებათ და საქმეზე გადაერთო“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის და უკრაინის პრეზიდენტის საუბარს.

 

როგორც ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, პრემიერმა ზელენსკის გააგებინა, რომ უკრაინის მოქალაქეებს საქართველოს შიდა საქმეებში არაფერი ესაქმებათ.

 

„ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვის კაცი რომ არის ზელენსკისთან მისი საუბრიდან გამომდინარეც ჩანს. 1. ირაკლი ღარიბაშვილმა უთხრა ზელენსკის, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია 2. ზელენსკიმ ითხოვა, რომ უკრაინელ ექიმებს მიეცეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება, რაზედაც უარი მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილმა მას განუცხადა, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ. 3. პრემიერმა ზელენსკის შეახსენა, რომ ძებნილმა სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მაშინ როცა იგი უკვე იყო მსჯავრდებული და ბრალდებული სხვა მძიმე დანაშაულებისთვის. ფაქტია, რომ არც კი განიხილება სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხი და როგორც ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა სააკაშვილი მის კუთვნილ სასჯელს ქართულ ციხეში ბოლომდე მოიხდის. რომ შევაჯამოთ: ძებნილი მიშა დაიჭირა, ზელენსკისაც კარგად გააგებინა რომ შიდა საქმეებში უკრაინის მოქალაქეებს არაფერი ესაქმებათ და საქმეზე გადაერთო. დღეს ორი ნიუსი ვნახე, სადაც პრემიერი წამლების ფასების დარეგულირებაზე და ახალი ტურისტული ლოკაციების საკითხზე შეხვედრებს მართავდა“, - წერს ანალიტიკოსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner