logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ყველამ კარგად იცის, ვინ ვის თამაშს თამაშობს - ეს განაპირობებს საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულებას სააკაშვილის მიმართ
- +

12 ნოემბერი. 2021. 21:53

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სააკაშვილის დაპატიმრების კონტექსტში რუსულ ნარავიტზე საუბარი არის აბსოლუტური ფარსი და ეს კარგად იცის ყველამ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

 

მისივე თქმით, ზუსტად ეს განაპირობებს საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

 

რუსულ ნარატივზე საუბარი არის აბსოლუტური ფარსი და ესეც ძალიან კარგად იცის ყველამ. სინამდვილეში, ვის შეიძლება აწყობდეს არეულობის კერის შექმნის მცდელობები საქართველოში, ეს ძალიან კარგად ვიცით, ისევე როგორც ის, თუ ვინ ცდილობს ამ კერების შექმნას. ეს ცნობილია საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც - ვინ ვის თამაშს თამაშობს. ეს განაპირობებს საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ“, - აცხადებს კობახიძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner