logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: არ დავუშვებთ, რომ „ნაცმოძრაობამ“ ქვეყნისთვის დისკომფორტის ხარისხი გაზარდოს
- +

12 ნოემბერი. 2021. 21:56

 

„ნაცმოძრაობის“ განზრახვაა, რომ ქვეყნისთვის დისკომფორტის ხარისხი გაიზარდოს, მაგრამ ჩვენ ბუნებრივია ამას არ დაუშვებთ, ესაა ჩვენი პასუხისმგებლობა და შესაბამისად ვიმოქმედებთ, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„ახლა თქვენს ეთერში გავიდა სიუჟეტი წამლის ფასებზე და საუბარი იყო იმაზე, რა გზითაა შესაძლო ამ ფასების შემცირება. ესაა საკითხი, რაზედაც უნდა მიდიოდეს პოლიტიკური მსჯელობა და დისკუსიები საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტსა და მთავრობას შორის სხვა და სხვა ფორმატში, რაც გათვალისწინებულია ჩვენი კანონმდებლობით. ნაცვლად ამ საკითხებისა, რაც საზოგადოებას აინტერესებს, ისინი გვთავაზობენ სრულიად სხვა რამეს. გამორიცხულია ჩვენ მათი გზით ვიაროთ. ჩვენ განვაგრძობთ იმ გზით სიარულს რაც შეთავაზებული გვაქვს საზოგადოებისთვის. გვექნება საუბარი და დისკუსია ყველა იმ საკითხზე რაც საინტერესოა ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის,“ - აღნიშნა კობახიძემ.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საჯაროდ ყველა პოლიტიკურ პარტიას სთავაზობს ყველა პარტიას, რომ ამ დღის წესრიგსა და დებატებში ჩაერთონ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner