„რუსეთის სპეცსამსახურების მიერ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანას ერთადერთი მიზანი აქვს – არეულობა და დესტაბილიზაცია! საერთოდ, სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში თავიდანვე რუსეთმა მოიყვანა და ე.წ. ვარდების რევოლუციაც რუსული სპეცსამსახურების დიდი ხელშეწყობით მოხდა! გაიხსენეთ პუტინის განცხადება – როცა სააკაშვილმა მთხოვა, აჭარის დაბრუნებაში დავხმარებოდი, მე მას ვუთხარი, რომ კიდევ ერთხელ დავეხმარებოდი, მაგრამ სანაცვლოდ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღარ უნდა ეხსენებინაო! რას ნიშნავს „კიდევ ერთხელ დახმარება“? მანამდე რაში დაეხმარა პუტინი სააკაშვილს? რა თქმა უნდა, რევოლუციის მოწყობაში!“ - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა კოდორის ხეობაში, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა ემზარ კვიციანმა განუცხადა.
„ჩემი ვარაუდით, რუსულმა სპეცსამსახურებმა სააკაშვილი საქართველოში აფხაზეთის ან ცხინვალის გავლით შემოიყვანეს, გაიხსენეთ, რომ სააკაშვილის დაკავების შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერთი ამბავი ატეხა და მოითხოვა – სააკაშვილი ჩვენ გადმოგვეცითო! ეს ერთგვარი ალიბის შექმნა იყო იმისთვის, რომ რუსული სპეცსამსახურების მიერ სააკაშვილის ცხინვალიდან შემოყვანაზე ეჭვი არავის აეღო.
რუსეთის სპეცსამსახურების მიერ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანას ერთადერთი მიზანი აქვს – არეულობა და დესტაბილიზაცია! საერთოდ, სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში თავიდანვე რუსეთმა მოიყვანა და ე.წ. ვარდების რევოლუციაც რუსული სპეცსამსახურების დიდი ხელშეწყობით მოხდა! გაიხსენეთ პუტინის განცხადება – როცა სააკაშვილმა მთხოვა, აჭარის დაბრუნებაში დავხმარებოდი, მე მას ვუთხარი, რომ კიდევ ერთხელ დავეხმარებოდი, მაგრამ სანაცვლოდ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღარ უნდა ეხსენებინაო! რას ნიშნავს „კიდევ ერთხელ დახმარება“? მანამდე რაში დაეხმარა პუტინი სააკაშვილს? რა თქმა უნდა, რევოლუციის მოწყობაში!
სააკაშვილმა რუსეთს უდიდესი თავის ტკივილი მოაშორა, როცა კოდორის ხეობა ტყვიის გაუსროლელად ჩააბარა და საქართველოდან გადაყვანილი სამხედრო ბაზები უკან შემოაყვანინა! სააკაშვილს პუტინისთვის ამაზე დიდი სამსახური რა უნდა გაეწია?
ნაცმოძრაობა აბსოლუტურად რუსული ძალაა! კონკრეტულად, მხედველობაში მყვანან ნაცმოძრაობის ლიდერები, რომლებიც ფანატიკურად განწყობილ მომხრეებს ქუჩებში დაარბენინებენ, აყვირებენ და დროშებს აფრიალებინებენ, იმ საცოდავ ხალხს კი წარმოდგენაც არა აქვს, ვის ემსახურება!“ - განაცხადა ემზარ კვიციანმა.