logo_geo
eng_logo
ლია კრიალაშვილი: გიული ალასანიავ, უსინდისო, უტიფარი დედაკაცი ხარ!
- +

12 ნოემბერი. 2021. 23:01

 

„სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს თუ კორუფციის გამო იჭერენ, ვინ აგდია სააკაშვილი, რომ დანაშაული ეპატიოს?! ერთადერთი ღირებული რამ ებადა – საქართველოს მოქალაქეობა და ისიც უკრაინის მოქალაქეობაზე გაცვალა. ვინც დღეს ამ გარეწარს იცავს, ყველა მისნაირი გამყიდველი და უნამუსოა!“ - ამის შესახებ გაზეთ „ასავლ-დასავალს“ ნაცრეჟიმის მიერ მოკლული პოლკოვნიკის – გია კრიალაშვილის დამ ლია კრიალაშვილმა განუცხადა.

 

„გიული ალასანია თვლის, რომ მისი შვილი უსამართლოდ ზის ციხეში! - ამიტომაც საჯაროდ ვეუბნები მას – გიული ალასანიავ, უსინდისო, უტიფარი დედაკაცი ხარ! მაშინ, როცა ამდენი გამწარებული ოჯახი სააკაშვილის დასჯას ითხოვს, როგორ არ გრცხვენია, შენს შვილს რომ ამართლებ?! შენმა დორბლიანმა შვილმა მოუკლა დედაჩემს შვილი, დავიჯერო, არ გაგიგია?! როგორც მშობელს, ერთხელ მაინც თუ გაგიჩნდა სურვილი მოგებოდიშა და შვილმკვდარი დედისთვის თანაგრძნობა გამოგეხატა?! ამდენი ოჯახი რომ ამოწყვიტა და გააუბედურა რეჟიმმა, სად იყავი მაშინ? გეკითხა მაინც, შვილო, ამდენი ადამიანი რომ გადანაშაულებს, რაშია საქმეო, მაგრამ შენც ხომ მისნაირი უტიფარი ხარ?!

 

ზოგ მშობელს შვილის გვამიც კი არა აქვს, ისე გააქრეს ჩემ დედას იმის საშუალებაც არ ჰქონდა, ციხეში ენახა თავისი შვილი. ტელეფონი რომ დარეკავდა, ბოლო მომენტამდე ფიქრობდა, იქნებ, გია არისო, გარდაცვლილ გიას ელოდებოდა – ხომ შეიძლება გარდაცვლილი არ იყოს და ერთ დღეს, როგორც ფილმებში ხდება, ისიც დაბრუნდესო. აი, ამ ნატვრაში უნდა აღმოგხდეს შენც სული გიული ალასანიავ, ასე უნდა მოგენატროს შენი შვილის ხმა, მაშინ მიხვდები, რა არის ნამდვილი ჯოჯოხეთი, მაგრამ ამას შენ ვერ გაიგებ, რადგან შენი შვილი ციხეში კი არა, კურორტზეა და განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობს.

 

სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს თუ კორუფციის გამო იჭერენ, ვინ აგდია სააკაშვილი, რომ დანაშაული ეპატიოს?! ერთადერთი ღირებული რამ ებადა – საქართველოს მოქალაქეობა და ისიც უკრაინის მოქალაქეობაზე გაცვალა. ვინც დღეს ამ გარეწარს იცავს, ყველა მისნაირი გამყიდველი და უნამუსოა!“ - განაცხადა ლია კრიალაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner