logo_geo
eng_logo
ლია კრიალაშვილი: რომ გავიგო სააკაშვილის აღსასრულის შესახებ, თვალსაც არ დავახამხამებ! მოკვდეს და მოკვდეს!
- +

12 ნოემბერი. 2021. 23:03

 

„დიახ, ერთი წამითაც არ შემეცოდება არც ეგ და არც დედამისი გიული ალასანია, რომელიც უტიფრად აცხადებს, რომ ხელისუფლება შვილს უკლავს. მისმა შვილმა ამდენ დედას ჩააცვა ძაძები, ის კი თეთრ ჩექმებში გამოწყობილი გამოდის და იქით ადანაშაულებს ხელისუფლებას!“ - ამის შესახებ გაზეთ „ასავლ-დასავალს“ ნაცრეჟიმის მიერ მოკლული პოლკოვნიკის – გია კრიალაშვილის დამ ლია კრიალაშვილმა განუცხადა.

 

„პატიმარი სააკაშვილი ოდნავადაც არ მეცოდება! არათუ მეცოდება, დღესვე რომ გავიგო სააკაშვილის აღსასრულის შესახებ, თვალსაც არ დავახამხამებ! მოკვდეს და მოკვდეს! სააკაშვილი კი არა, ილია ჭავჭავაძე და დავით აღმაშენებელი გარდაიცვალნენ. ეს ნაძირალა თუ მოკვდა, დიდი ამბავი, დაისვენებს ქვეყანა! დიახ, ერთი წამითაც არ შემეცოდება არც ეგ და არც დედამისი გიული ალასანია, რომელიც უტიფრად აცხადებს, რომ ხელისუფლება შვილს უკლავს. მისმა შვილმა ამდენ დედას ჩააცვა ძაძები, ის კი თეთრ ჩექმებში გამოწყობილი გამოდის და იქით ადანაშაულებს ხელისუფლებას! ასეთი დედაკაცის უბეში გამოზრდილი სააკაშვილისგან რაღა უნდა გაგვიკვირდეს? თურმე, მის სუნთქვას რომ ისმენს და ხელს გადაუსვამს, კმაყოფილია და წყნარდება. აბა, ერთი ჰკითხოს შვილმკვდარ მშობლებს, როგორ უნდოდათ თავიანთი შვილების  სუნთქვის მოსმენა? დედაჩემი როგორ ნატრობდა გიას მოფერებას?!“ - განაცხადა ლია კრიალაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner