logo_geo
eng_logo
საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლო პერიოდში ადგილი ჰქონდა შემოტანილი სარჩელების შეცვლას!
- +

30 ივლისი. 2016. 03:08


საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს მერაბ ტურავას გამოკითხვა მთავარ პროკურატურაში დასრულდა. ტურავამ უწყების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.


ჩემს კოლეგებთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართალეებთან არც ინდივიდუალურ საუბრებში, არც კოლეგიალური შეხვედრების დროს, არასდროს ჩემი თანდასწრებით საუბარი არ ყოფილა არც ერთ ფაქტზე, გარემოებაზე, პიროვნებაზე, რომლის მიმართ შეიძლებოდა რაიმე სახის ზეწოლას ჰქონოდა ადგილი. შესაბამისად, შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არც ჩემს მიმართ არც ჩემი კოლეგების მიმართ ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია არ გამაჩნია", - აღნიშნა მერაბ ტურავამ.



მისივე ინფორმაციით, გამომძიებელს ესაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნაწილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში მოყვანილ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით.


განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის გარემოება, რომ ბოლო პერიოდის მანძილზე საკონსტიტუციო სასამართლოში ადგილი ჰქონდა შემოტანილი სარჩელების შეცვლას. იყო შემთხვევა, როდესაც მხარემ შემოიტანა საკონსტიტუციო სარჩელი პარასკევს, ეს სარჩელი არ აკმაყოფილებდა წაყენებულ მოთხოვნებს, მაგრამ კვირის ბოლოს ეს სარჩელი შეიცვალა. შესაბამისად, ჩემთვის მნიშვნელოვანია რა პროცედურით, რა წესებით, რომელი პრაქტიკით მოხდა შემოტანილი სარჩელის შეცვლა ახალი სარჩელით. ჩემი წარმოდგენით ეს არის სამართალდარღვევა", - განაცხადა მერაბ ტურავამ.


ტურავას ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი ითქვა პლენუმის დახურულ სხდომაზე, მაგრამ რამდენადაც მისთვის არის ცნობილი, ამ საკითხზე დღემდე არავითარი მოკვლევა არ ჩატარებულა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner