logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძე: არ არსებობს ქვეყანა, რომელმაც „მწვანე პასპორტების“ სისტემა აამუშავა და დადებითი შედეგი არ მიიღო
- +

13 ნოემბერი. 2021. 12:18

 

 

იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ შემთხვევითი არაა ბოლო დღეებში ვაქცინირებულთა ყოველდღიური მაჩვენებლის მატება. მისი გაცხადებით, დღიურად ჩატარებული აცრების დადებითი დინამიკა „მწვანე პასპორტების“ სისტემის ამოქმედებას უკავშირდება.

 

„არ არსებობს ქვეყანა, რომელმაც „მწვანე პასპორტების“ სისტემა აამუშავა და დადებითი შედეგი არ მიიღო. ჯერჯერობით, ალბათ, ძალიან რთულია საქართველოზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ თუ დააკვირდებით ბოლო სამი დღის განმავლობაში ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობას, დინამიკა დადებითია. ჩვენ, 5 დღის წინ, დღიურად, 1 200 ვაქცინირებულიდან დავიწყეთ და დღეს 7 000-ზე მეტია. ყოველდღიურად მზარდი რაოდენობაა. ეს არ შეიძლება შემთხვევითი იყოს. აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ამაში ძალიან მნიშვნელოვანი, თუ არა - გადამწყვეტი, როლი ითამაშა სწორედ „მწვანე პასპორტების“ სისტემის შემოღებამ“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner