საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართის მაია კოპალეიშვილის განცხადებით პირადად მასზე არავიტარი ზეწოლა არ განხორციელებულა.
„არავითარი ზეწოლა, ჩემზე ჩემ ოჯახის წევრებზე ჩემს მეგობრებზე არ მომხდარა, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ჩემ მეგობრებზე კოლეგებზე არ ყოფილა მსგავსი ფაქტები.
როცა საქმეს დაჩქარებული წესით იხილავ, ეს მაინცდამაინც არ მიანიშნებს, რომ ეს არის პოლიტიკური, ეს შეიძლება მიანიშნებდეს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის გადარჩენას, საჩქაროობას და ა.შ. ამიტომ არის საკონსტიტუციო სასამართლო შექმილი. საკონსტიტუციო სასამართლოს უწევს პოლიტიკურ ხაზზე გავლა თუმცა ჩვენ ეს ხაზი არასდროს გადაგვიკვეთავს.
აქ იმიტომ ვარ მე პირადად მოსული რომ ვითანამშრომლო გამოძიებასთან. თუნდაც მე თუ მივაწოდებ გამოძიებას ინფორმაციას რომელიმე მოსამართლის შესახებ და თუ ვინმე ამას უარყოფს, ნურავინ ნუ მიეცემა ბედნიერებას, თურმე ეს ვერ დასტურდებაო. მორალური სიმტკიცე და შინაგანი თავისუფლება უნდა ჰქონდეს მოსამართლეს. მაგრამ თუ მოსამართლე ამბობს, რომ მასზე ზეწოლა არ იყო ეს არ ნიშნავს, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
მე კოლეგებთან მქონდა კომუნიკაცია, მაგრამ მათ ამის შესახებ არ უთქვამთ რომ განცხადების გავრცელებას აპირებდნენ. ჩემთვის მოულოდნელი იყო. მოსამართლემ ცალკეულ სუბიექტურ მოსაზრებებს მართლმსაჯულება არ უნდა გადააყოლოს. სრულიად უსაფუძვლოდ მიმაჩნია. ჩვენ დაველოდოთ პროკურატურის შედეგებს. სამართალდამცავ სტრუქტურებს პატივს ვცემ, ხოლო გამოძიებას სჭირდება დრო,"- განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს ხუთი მოსამართლე მიმართავს.
http://reportiori.ge/inside.php?menuid=68&id=17239