logo_geo
eng_logo
კორონავირუსით ინფიცირებული რეჟისორი ერმალო მაღრაძე გარდაიცვალა
- +

13 ნოემბერი. 2021. 12:55

 

 

 

,,რეჟისორი ერმალო მაღრაძე, რომელიც კორონავირუსის მძიმე ფორმას ებრძოდა, გარდაიცვალა”, - ინფორმაცია „იმედინიუსს“ „კლინიკა ბომონდში“ დაუდასტურეს.

 

რეჟისორი კლინიკის კოვიდცენტრში 4 ნოემბრიდან მკურნალობდა. მას ფილტვის ქსოვილის 80% ჰქონდა დაზიანებული. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის მომენტიდან მძიმე იყო.

 

„პაციენტის გადასარჩენად, კლინიკის გუნდმა ყველაფერი გააკეთა, თუმცა სამწუხაროდ, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და ქვეყანას“, - ამბობს „კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრის რეანიმაციის მთავარი სპეციალისტი ირმა მესხი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner