logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე ნინო ლომჯარიას: იქნება დროულად მოახდინო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება
- +

13 ნოემბერი. 2021. 14:13

 

 

 

„იქნება დროულად მოახდინო ადამიანის უფლებების დარღვევის ამ უხეშ და ამაზრზენ ფაქტებზე რეაგირება, ძალიან საშიშია როცა ამ ძალადობას ბედავს ოპოზიციური ძალა რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას, 9 წლის მანძილზე ყოველდღიურად ფიზიკურად ძალადობდა ყველაზე და ყველაფერზე, ახლა რევანშისთვის იბრძვის. სახალხო დამცველი ხარ და ყველას უფლებების დაცვა გევალება“, - ასე მიმართავს თბილისის საკრებულოს წევრი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტომასალას, რომელზეც გლდანის ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ბინის კართან, იატაკზე, ერთ-ერთი პირის მიერ, მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი სიტყვებია აღბეჭდილი.

 

როგორც ბოჟაძე წერს, სწრაფად უნდა მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება.

 

„ნინო ლომჯარია, იქნება დროულად მოახდინო ადამიანის უფლებების დარღვევის ამ უხეშ და ამაზრზენ ფაქტებზე რეაგირება, ძალიან საშიშია როცა ამ ძალადობას ბედავს ოპოზიციური ძალა რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას, 9 წლის მანძილზე ყოველდღიურად ფიზიკურად ძალადობდა ყველაზე და ყველაფერზე, ახლა რევანშისთვის იბრძვის. სახალხო დამცველი ხარ და ყველას უფლებების დაცვა გევალება. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს - შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და უმკაცრესად დაისაჯოს ყველა, ვინც ბედავს ამ სიბინძურეს, იმ ადამიანების მიმართ ვინც კანონის ფარგლებში ასრულებენ საკუთარ მოვალეობას. მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მხარდამჭერებს, შეწყვიტეთ ადამიანებზე ძალადობა, ბულინგი და შეურაცხყოფა, ნუ ძაბავთ ხელოვნურად სიტუაციას, არ გაცდეთ კონსტიტუციის და კანონის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სწორედ კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში მიიღებთ უმკაცრეს პასუხს!“ - წერს ბოჟაძე facebook-ზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner