logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში არ არიან და როგორ ჰონორზე გადავიდნენ, ნახეთ? და ესენი, რომ მიუშვა რას იზამენ, ხომ წარმოგიდგენიათ?
- +

13 ნოემბერი. 2021. 15:00

 

 

„საზოგადოების უმეტესობამ იცის თქვენი მოძალადე „ჯიში“ და არასდროს მოგაბრუნებთ უკან!“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მხარდამჭერების მიერ, გლდანის ციხის თანამშრომლის საცხოვრებელ სახლთან გაკეთებულ მუქარის შემცველ წარწერებს.

 

ქადაგიძე მოუწოდებს სახალხო დამცველს ამ ფაქტით დაინტერესებისკენ.

 

„სახალხო დამცველო, აბა შენ გაზრდა-გახარებას, ქალბატონო ლომჯარია, როგორი ოპერატიული აღმოჩნდები ამ ფაქტის მიმართ? ხელისუფლებაში არ არიან და როგორ ჰონორზე გადავიდნენ ნახეთ? და ესენი, რომ მიუშვა რას იზამენ, ხომ წარმოგიდგენიათ? ამიტომაც საზოგადოების უმეტესობამ იცის თქვენი მოძალადე „ჯიში“ და არასდროს მოგაბრუნებთ უკან!!!

 

მიშას შიმშილობა კი არა, ვლადიმერ ილიჩი რომ გვერდში დაიყენოთ, ის ვერ გიშველით... ისე არანაირი განსხვავება არ არსებობს ბოლშევიზმსა და მიშიზმს შორის“, - წერს ქადაგიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner