logo_geo
eng_logo
მერაბ ტურავა: მთელი საკონსტიტუციო სასამართლო დღეს არის ეჭვმიტანილი!
- +

30 ივლისი. 2016. 03:22


„განცხადება, რომელიც არ არის შეთანხმებული პლენუმის წევრებთან და რომელიც შეეხება საჯარო ბრალდებას, გარკვეული პოლიტიკური ელემენტების მატარებელია," - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ.



მთელი საკონსტიტუციო სასამართლო დღეს არის ეჭვმიტანილი, რომ ის იმყოფება ზეგავლენის ქვეშ, რომ ის ვერ მიიღებს ობიექტურ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას. ასეთ ვითარებაში სანამ არ დადგინდება რომელი მოსამართლის მიმართ და ვის მიერ ხდებოდა ზეწოლა, ასევე რა ფორმების მატარებელი იყო ზეწოლა, ასევე რა ფორმების მატარებელი იყო ზეწოლა, ამ საკითხების გარკვევის გარეშე, მე ვფიქრობ, ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება ფარატინა ქაღალდი იქნება. ის საზოგადოების მიერ არ იქნება აღქმული როგორც სამართლიანი, ობიექტური, მიუკერძოებელი", -აღნიშნა მერაბ ტურავამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner